დამნაშავეების დაკავების მოთხოვნით დმანისში აქცია იმართება

დმანისში მცხოვრები ეთიკურად აზერბაიჯანელები აქციას მართავენ. ისინი იმ მაღაზიასთან არიან შეკრებილები, სადაც გუშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.    

საუბარია ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და დმანისში მცხოვრებ სხვა მოქალაქეების ფიზიკურ დაპირპირებაზე, რომელშიც დაახლოებთ 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა და ჯოხებსა და სხვადასხვა ნივთს იყენებდნენ.

დაპირისპირების მიზეზი კი მაღაზიის გამყიდველის მხრიდან ლუდის უფასოდ, ე.წ. ნისიად მიცემაზე უარი გახდა. როგორც მაღაზიის გამყიდველი აცხადებს, მას შემდეგ, რაც მან ორ ახალგაზრდას ლუდზე უარი უთხრა, ისინი ცემით დაემუქრნენ. ამის შემდეგ კი სხვა ბიჭები მოიყვანეს და მაღაზიის მფლობელებსა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს- გამოძიება დაიწყო.  

მსგავსი თემები