20 წლის ქალი ჩვილისა და ქმრის თვალწინ გაგუდეს  

საბერძნეთში შემზარავი დანაშაულის ჩადენისთვის 36 წლის  ქართველი მამაკაცი დააკავეს. საუბარია ეჭვმიტანილზე, რომელიც ბერძნულ ოჯახში ძარცვის მიზნით შეიჭრა.      

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა 20 წლის ქალი გაგუდა. ის მაშინ დააკავეს, როდესაც ყალბი პასპორტით ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ის თურქეთის საზღვართან დააკავეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ეს არ არის დაკავებულის მხრიდან ჩადენილი ერთადერთი დანაშაული. საუბარია, რომ დაკავებული მამაკაცი , 7 მარტს, საბერძნეთში მომხდარ ძარცვაშიც მონაწილეობდა, როცა მოხუცი წყვილი გაკოჭეს და სცემეს.

რაც შეეხება დანაშაულის ბოლო ეპიზოდს, რომელიც რამდენიმე დღის უკან მოხდა, ის ათენის განაპირა უბანში, გლიკა ნერაში მოხდა. 20 წლის, ახალნაშობიარევი ქალი თავდამსხმელებმა  ჩვილისა და მეუღლის თვალწინ გაგუდეს.

მსგავსი თემები