დმანისში დაპირისპირება განახლდა

ამ წუთებში, დმანისში შესასვლელთან ისევ არეულობაა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ დმანისის შესასვლელი ჩაკეტა, ახალგაზრდების ნაწილმა კორდონი გაარღვია და ქალაქის მიმართულებით გადაადგილდება. დაკავებულთა მხარდამჭერებსა და ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს შორის ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ისინი ერთმანეთს წიხლებითა და ხელებით დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა, მათ ვერ შეძლეს ახალგაზრდების ჯგუფის შეკავება.

ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ადგილზე მყოფი მედიის მიმართ, რომლებსაც აგინებენ და უცენზურო სიტყვებით „ამკობენ.“

დმანისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ამ ეტაპისთვის, დაკავებულია 5 ადამიანი. დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. ახალგაზრდები ერთმანეთს ხელკეტებით, ქვებით და სხვადასხვა საშუალებებით დაუპირისპირდნენ. მხარდამჭერები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.  

მსგავსი თემები