დმანისში შს მინისტრი და სუს-ის უფროსი ჩავიდა

ქვემო ქართლში, კერძოდ კი დმანისში ვითარება ამ, დრომდე დაძაბულია. ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალები ჩაიყვანეს და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ჩავიდნენ.

როგორც ვახტანგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა,  არ მოხდება, კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მისივე თქმით,  ყველა დამნაშავე პირი უმკაცრესად დაისჯება.

„ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. არ მინდა ვახსენო ძალები და ჯგუფები, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის თემა. ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ქართველები ჩვენი მოქალაქეები არიან, ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველანი. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში. გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვა მიმდინარეობს ახლა და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის ფიზიკური დაპირისპიტება მოხდა. მხარეები ერთმანეთს ქვებიტა და ხელკეტებით დაუპირისპირდნენ. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

მსგავსი თემები