დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები და წყლის მანქანა შეჰყავთ

დმანისის მერიის შენობის ორმხრივი შეხვედრა სრულდება. დაახლოებით 4 საათიან შეხვედრა უკვე ბოლო ეტაპზეა,  რომელსაც  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე ესწრება შეიხი რამი იდიგოვიც.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, კონფლიქტი ამოწურულია. მხარეები ხალხთან გავლენ და ერთმანეთს ხელს საჯაროდ ჩამოართმევენ იმის ნიშნად, რომ მხარეები უნდა შერიგდნენ.

“ყველა ერთ აზრზეა. ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც მოხდა. ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ყველას კარგად აქვს ეს შეგნებული. აქვე, სიმბოლურად, შერიგების ნიშნად ხელი რომ ჩამოართვათ ერთმანეთს და შემდეგ გარეთ ხალხსაც იგივე რომ მოვუწოდოთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრაზე.

პარალელურად, ქალაქში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და ფიზიკური დაპირისპირების განახლების საფრთხის გამო, ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალები და წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავთ.

მსგავსი თემები