„კომენდანტის საათი“ შეიცვალა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების ვადა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ცვლილება დღეიდან ამოქმედდება. რაც შეეხება შემდგომ შემსუბუქებას, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს სიტუაციის შესაბამისად მიიღებს.

მსგავსი თემები