„ჟურნალისტების დიდი ნაწილი გამყიდველია, უნდა დაისაჯონ“ – ემზარ კვიციანი

პარლამენტის ყოფილი წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი დმანისში შექმნილ მდგომარეობაში მედიის დანაშაულზე საუბრობს და მათ სუს-ის დავალებების შემსრულებლებს უწოდებს.  

„ჩხუბი ხშირად მომხდარა კაცებს შორის და კიდევ მოხდება, მაგრამ მასმედია რომელიც წამქეზებელ როლს თამაშობს, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად! თან ცდილობენ ქართველები დაგვადანაშაულონ ყველგან და ყველაფერში ჟურნალისტების დიდი პროცენტი გამყიდველია! სუს-ი, თუ თქვენს დავალებებს არ ასრულებენ ეს ჟურნალისტები, მაშინ დაიწყეთ გამოძიება ეთნიკური კონფლიქტის გაღვივების მუხლით!!!“ – აცხადებს კვიციანი.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. ადგილზე შეყვანილია საპოლიციო დამატებითი დანაყოფები, ჩაკეტილია დმანისის შესასვლელი, თუმცა, ლოკალურად, ფიზიკური დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის ისევ ხდება.  

მსგავსი თემები