იარაღი ჩვილსაც მიუშვირეს – ქართველის მიერ ჩადენილი მორიგი სისასტიკე საბერძნეთში

„20 წლის ახალნამშობიარები დედა ნაწამები და გაგუდულია ჩვილი ბავშვის და მეუღლის თვალწინ“ – აღნიშნულ ინფორმაციას საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ავრცელებს და ამბობს, რომ ქართველ კრიმინალებს ყაჩაღობის შედეგად შეგროვილი ქონება დედასთან მიჰქონდა.

„რამოდენიმე კვირის წინ, საბერძნეთში დაჭერილი კრიმინალური დაჯგუფების შესახებ არ მინდოდა თქვენი დამწუხრება (დედას ჰყავდა გაწვრთნილი ვაჟები, ქურდობდნენ, ნადავლი მასთან მიჰქონდათ ნაქირავებ ბაითში). ისედაც სულ უარყოფითი ინფორმაციების ტყვეობაშია საქართველოს მოსახლეობა მაგრამ ახლა უკვე თანახმა ვარ ამ ნაბიჭვარის (ების ) ფოტო ყველა ბოძზე იყოს გაკრული და სამომავლოდ მხოლოდ ფურთხს იღებდნენ ჩვენგან !!!!

7 მარტს , ათენის განაპირა უბანში (გლიკა ნერა) დააყაჩაღეს ახალგაზრდა წყვილი. 20 წლის ახალნამშობიარები დედაა ნაწამები და გაგუდულია ჩვილი ბავშვის და მეუღლის თვალწინ . მამა სამხედრო პილოტია და ამბობს რომ იარაღი შუბლზე პატარასაც დაადეს !!!!

მთელი საზოგადოება შოკში იყო , პოლიცია დაგეშილი ეძებდა ვიდეოკადრში დაფიქსირებულ ყაჩაღებს.  საქართველოს მოქალაქე რომელიც 5 ქურდიდან ერთ-ერთია. ქურდობა – ყაჩაღობა როგორ არ ხდება აქ მაგრამ ასეთ სიველურეს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამო…. სჩადიან“ – წერს ქართველი ემიგრანტი. 

მომხდარი ფაქტით აჭრელებულია ბერძნული მედია. რაც შეეხება ქართველ ეჭვმიტანილს, ის თურქეთის საზღვარზე დააკავეს.

მსგავსი თემები