„ვადგავართ პიკს“ – ამირან გამყრელიძე

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის   ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო, კოვიდპანდემიის მხრივ, პიკის პერიოდში იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, დაღმავალი გზით მივდივართ და ვითარება უმჯობესდება.

„ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი – სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა ორი-სამი კვირით მიჰყვება ეპიდსიტუაციის პიკს. იზრდება სიკვდილიანობა პიკური პერიოდიდან ორი კვირის შემდეგ. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ. ამიტომ, ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები