დმანისში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ

დმანისში, სადაც ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. პოლიციის განყოფილებაში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მივიდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, შეხვედრას მართავს.

პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე იმყოფებიან საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი.

შეხვედრა უკვე დასრულდა დმანისის მერიის შენობაში, სადაც ორივე თემის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები და მომხდარ ფაქტზე მსჯელობდნენ. შეხვედრაში შეიხიც მონაწილეობდა.

როგორ სოზარ სუბარმა განმარტა, მხარეები შერიგდნენ და ვითარება უნდა დაწყნარდეს.

მსგავსი თემები