„მძიმედ დაშავებულები არ არიან, აქვთ პატარ-პატარა დაზიანებები“ – შს მინისტრი

ბოლნისის პოლიციის შენობაში შეხვედრა დასრულებულია. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა, ადგილზე პოლიციის დანაყოფები დარჩებიან.  

„პოლიციურ ძალებს ვტოვებთ. იქნება კონტროლი. 100%-იანი ვერავინ იტყვის ხვალ რა მოხდება. მაქსიმალურად ვცდილობთ კონფლიქტი ამოიწუროს. არიან დაშავებულები, მადლობა ღმერთს, მძიმე დაშავებულები არ არიან არც პოლიციელების მხრიდან და არც ადგილობრივებს მხრიდან, არის პატარ-პატარა დაზიანებები“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა დმანისში.

შეგახსენებთ, რომ დმანისში მთელი დღის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირება გრძელდებოდა. აღნიშნულის გამო, ადგილზე პოლიციის დანაყოფები შეიყვანეს და იქ შს მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები ჩავიდნენ.     

მსგავსი თემები