ქვების წვიმა დმანისში, ვითარება უკიდურესად დაიძაბა

დმანისში ვითარება უკონტროლოა, დაპირისპირებულმა მხარეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ქვებითა და ხელჯოხებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გზაზე მოფენილია ქვები, რომელიც მხარეებმა ერთმანეთს ესროლეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარება, თუმცა, ვითარება უკონტროლოა.

საუბარია ეთნიკურად ქართველებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირებაზე, რომლის შუაში სამართალდამცველები დგანან, თუმცა, უკონტროლო ქვებისა და სხადასხვა ნივთების სროლას პოლიცია ვერ აკავებს. დაპირისპირებული ჯგუფები მთელ პერიმეტრზე არიან გაშლილები და ერთმანეთს ხელკეტებს ურტყამენ. 

ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებულია ორივე მხარე. დაპირისპირების კონკრეტული მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, ის უკავშირდება გუშინ მომხდარ ინციდენტს, როცა ეთნიკურად აზერბაიჯანელის მაღაზია დაარბიეს.     

მსგავსი თემები