დმანისი ჩაიკეტა, ადგილზე მხოლოდ ოფიციალურ პირებსა და ჟურნალისტებს უშვებენ

ქვემო ქართლში, კერძოდ კი დმანისში, ამ დროის ვითარება შედარებით განმუხტულია. დმანისი პოლიციამ ჩაკეტა და იქ შესვლა შეზღუდულია. ყველა შესასვლელს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩაიყვანეს.

დმანისში შესვლის უფლებას მხოლოდ ჟურნალისტებს, ოფიციალურ პირებს, ქალებსა და ბავშვებს აძლევენ აძლევენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

ადგილზე შს მინისტრი და სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებიან. შეხვედრა დმანისის პოლიციის შენობაში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები