ქვები და ხელკეტები, დმანისში რთული ვითარებაა, ადგილზე პოლიცია შეიყვანეს

ხელკეტები, ქვები და სხვადასხვა ნივთები – ერთ მხარეს აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები, მეორე მხარეს ადგილობრივი, ჩასახლებული ეკომიგრანტები და შუაში პოლიცია. ასეთია ამ წუთებში დმანისში ვითარება.

ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებულები ერთმანეთის მისამართით  სხვადასხვა ნივთებსა და ქვებს ისვრიან. მათ შუაში დგას პოლიცის, რომელიც ცდილობს, ვითარება მორიგ ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მივიდეს. ადგილზე შეყვანილია დამატებითი საპოლიციო დანაყოფები. ვითარება საკმაოდ მწვავეა.

დაპირისპირების მიზეზი კი  გუშინ, ეთნიკურად აზერბაიჯანელის მაღაზიის დარბევა გახდა. კერძოდ,  მაღაზიის გამყიდველის მხრიდან ლუდის უფასოდ, ე.წ. ნისიად მიცემაზე უარი გახდა.  როგორც მაღაზიის გამყიდველი აცხადებს, მას შემდეგ, რაც მან ორ ახალგაზრდას ლუდზე უარი უთხრა, ისინი ცემით დაემუქრნენ. ამის შემდეგ კი სხვა ბიჭები მოიყვანეს და მაღაზიის მფლობელებსა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  

მსგავსი თემები