ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 231 ადამიანი იმყოფება

ამ ეტაპზე, საქართველოში ვირუსით  ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 11 853-ია. აღნიშნული რაოდენობიდან  3 659 ადამიანი  საავადმყოფოში მკურნალობს.  მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   1 758, აჭარაში – 309, იმერეთში – 701.

ქვეყნის მასშტაბით, მძიმე პაციენტთა რაოდენობა  789 პირს შეადგენს.  მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 62, იმერეთში – 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 7, იმერეთში – 27. 649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 – თბილისში, 303 – აჭარაში, 37 – იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მსგავსი თემები