კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 183 თბილისში, 42 იმერეთში, 20 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 085, აჭარაში – 369, იმერეთში – 800. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 398, აჭარაში – 91, იმერეთში – 228. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 24, იმერეთში – 42. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 241 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 3 004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 140, აჭარაში – 56, ხოლო იმერეთში – 68.
სულ 6 ოქტომბრიდან – 1-ლი იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 142 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 652 პირი, აჭარაში – 2 338, იმერეთში – 3 173“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.