ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, კორონავირუსის ნამდვილი, მეორე ტალღა გაზაფხულზეა მოსალოდნელი.
მას ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე მიაჩნია, რომ მოსახლეობა არსებულ ეპიდვითარებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.
კულუმბეგოვის აზრით მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გაზრდა, მეტი ტესტირების ჩატარება, ასევე პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება.
მისი შეფასებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დამატებითი რეგულაციების დაწესებას არ საჭიროებს. კულუმბეგოვი სრული შეზღუდვების დაწესების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას “ხალხის ემოციებზე თამაშს” უწოდებს:
„ვაქცინა მსოფლიოში შეიქმნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის სრული რაოდენობა, რომ მოიცვას 2022 – წლამდე დრო დასჭირდება, ჩვენ მეორე და მესამე ტალღა კიდევ გვექნება გაზაფხულზე, ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ,“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.