თელავის პოლიციის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ფაქტს პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოჰყვა, შედეგად დაზიანდა კარავი.
პოლიციამ ადგილზე მოძრაობა “საქართველოს” წევრი გივი ცინცაძე დააკავა. ამ დროისთვის ადგილზე ვითარება უკვე განმუხტულია.
მანამდე აქტივისტებმა გზის გადაკეტვაც სცადეს. აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გუშინ მომხდარი ინციდენტის დროულ გამოძიებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.
სამოქალაქო აქტივების თქმით, 1 იანვარს, პროტესტის ნიშნად, თელავის თეატრის წინ მდებარე კარავში ორი პირი ავტომანქანით შეღწევას შეეცადა, რა დროსაც კარავი დაზიანდა, მათი სიცოცხლე კი საფრთხის წინაშე დადგა.