“ჩინეთში, სამ კვარტალში მშპ 0.7%-ით გაიზარდა“ – ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“

საქართველოში ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩის  ლი იენის თქმით,  წლის პირველ სამ კვარტალში მშპ 0.7%-ით გაიზარდა. როგორც ელჩმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა,  მიმდინარე წელს,  ეკონომიკური ზრდის ტემპი 8,2%-მდე გაიზრდება.

„კოვიდ-19-ის  გლობალური პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა, რამაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთის ეკონომიკის კლებაც გამოიწვია. ჩინეთმა პირველ ყოვლისა ეპიდემია შეაჩერა, შემდეგ მუშაობა და წარმოება განაახლა და ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ათვისებას სრულად შეუწყო ხელი. ამ წლის პირველ სამ კვარტალში მშპ 0.7%-ით გაიზარდა და ქვეყანა ეკონომიკური კლებიდან ისევ ზრდაზე გადავიდა. ჩინეთი ერთადერთი მსხვილი ეკონომიკაა მსოფლიოში, რომელმაც  დადებით ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2021 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 8,2% -ს მიაღწევს. ჩინეთი აგრძელებს ყოველმხრივ გახსნილობას, ხელს უწყობს განვითარების ახალი მოდელის შექმნას და მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისა და განვითარებისთვის იმპულსის შექმნას“ – განაცხადა ელჩმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

მსგავსი თემები