2021 წლის 3 იანვრიდან, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები და რეგულაციები ისევ ამოქმედდება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაიკეტება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. გარდა აღნიშნულისა, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა, ამ პერიოდში არ იმუშავებს საჯარო და კერძო სექტორი. მუშაობა შეეძლება მხოლოდ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს.