კორონავირუსით პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა

„კოვიდ 19“-ით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელის მომწერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

ფუტკარაძე ვირუსს ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და კომაში იმყოფებოდა.

„მედიაცენტრი მთავარი“  სამძიმარს გამოთქვამს ბატონი ტარიელის გარდაცვალების გამო და იზიარებს ოჯახის, ახლობლების, მეგობრებისა და სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკლისს.   

მსგავსი თემები