საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 912 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 300 ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
3 004 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 085, აჭარაში – 369, იმერეთში – 800. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 398, აჭარაში – 91, იმერეთში – 228. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 24, იმერეთში – 42. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 241 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 3 004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“ ,- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.