“გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ” – აშშ-ის საელჩო

“აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, გაემართა მოსამართლეების კონფერენცია დღეს, მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ,” – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის. „გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის. ამ პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს შეირყეს საზოგადოების ნდობა…

მეტი...

“საქართველოში არის უსაფრთხო და თავისუფალი საარჩევნო გარემო” – სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და ლიდერი ელონა ჯებრეა ხოჯა, დელეგაციის ხელმძღვანელი და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის საგანგებო წარმომადგენელი პია კაუმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა. მხარეებმა შეხვედრაზე საარჩევნო პროცესის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს ის მიმართულებები და საკითხები, რომელთა იმპლიმენტაციამაც განაპირობა საქართველოში დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაცია. რობერტო მონტელამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა 2012 წლიდან საქართველოში დემოკრატიის პოზიტიურ განვითარებასა და განმტკიცებას. მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო სისტემა განვითარების თვალსაზრით წარმატებული მაგალითია. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასა და არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მზაობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა…

მეტი...

“დღეს არსებული მონაცემებით, გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი” – ეკატერინე ტიკარაძე

“თითოეული პაციენტის მდგომარეობა აყვანილია კონტროლზე. დღეს არსებული მონაცემებით, გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ასევე ფიქსირდება დადებითი დინამიკა და დღეს უკვე 2906 პაციენტია გამოჯანმრთელებული. „24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გავაუმჯობესოთ ეპიდვითარება მთელ საქართველოში. ძალიან საყურადღებოა ბევრი პაციენტის მდგომარეობა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ვიცით როგორია COVID-19-ის დინამიკა, რადგან მოსახლეობის 80% ვირუსს უსიმპტომოდ გადაიტანს და მათი მკურნალობა ბინაზე იქნება შესაძლებელი. ამიტომ ეს რიცხვი მაღალია, რადგან ეს ადამიანები გამოჯანმრთელდნენ ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მეტი...

ცესკო-ს თავმჯდომარემ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, არჩევნებზე მისვლა მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. „არჩევნებზე მისვლა მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ამასთან აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს ესაჭიროება ხმის მისაცემად. ამომრჩეველს მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებლად პირბადის მოხმარება დასჭირდება, თუმცა არქონის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე მათ უზრუნველყოფენ პირბადით.…

მეტი...

ილია მეორეს საარჩევნო ყუთს საპატრიარქოში მიუტანენ

საპატრიარქოს პრესმდივნის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქს ხვალ საარჩევნო ყუთს საპატრიარქოში მიუტანენ. “საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. საარჩევნო ყუთს საპატრიარქოში მოიტანენ. კადრებს გაავრცელებს ტელევიზია “ერთსულოვნება”, – წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე სამოსზე მიწისძვრა მოხდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.  7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი თუქეთის ქალაქ იზმირიდან 17 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ბიძგი ათენსა და სტამბოლშიც იგრძნეს.  გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა იზმირში მიწისძვრას შენობების ნგრევა მოჰყვა. 

მეტი...

“ავადობის მაჩვენებელი ზუსტად ისეთივეა, როგორც იყო შარშან და შარშანწინ ამ დროს, თუმცა გაციების მაგივრად კოვიდია” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ქვეყანაში ეპიდვითარება შეაფასა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, სტაბილიზაციის პირველი ნიშნები გამოიკვეთა. თუმცა, გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდის შემთხვევებმა ისევ მოიმატოს.  “პირველი ნიშანია, შეიძლება ითქვას, სტაბილიზაციის, მაგრამ მაინც ალბათ ზრდა შესაძლებელია, იყოს. ამინდი კარგია, ეს მოქმედებს, თბილა ჯერჯერობით და გაიზარდა ქვეყანაში კულტურა პირბადის ტარების,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ნიღბის ტარება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. მისი ინფორმაციით, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერმაც ისაუბრა.  ეპიდემიის კუთხით ვითარებას სტაბილურად აფასებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეც. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მკვეთრი მატება…

მეტი...

სოფელ ვაზისუბანში, მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ორი ადამიანი მოკლეს. არაოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტის ნიადაგზე, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო, სამძებრო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მკვლელობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით იძიებს.

მეტი...

გრიპის საწინააღმდეგო 77 000 ვაქცინა შემოვიდა  

დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო 77 000 ვაქცინა შემოიტანეს. მისივე განცხადებით, 23 000 დოზა ვაქცინა ნოემბერში კიდევ შემოვა. „ვაქცინა თბილისში, დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთის რაიონებშიც უკვე გასულია… დღეიდან, შეიძლება მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ვაქცინაცია გაფართოვდეს მთლიანად.  განსაკუთრებით ფართო რისკ-ჯგუფები დაიწყება დღეიდან. ეს არის სამედიცინო პერსონალი, რადგან ისინი წინა ხაზზე არიან, ყველა დიაბეტიანი, ასევე 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომელთაც აქვთ ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ასთმა, ემფიზემა“ – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, უფასო ვაქცინაცია ძალოვან უწყებებსაც შეეხებათ. „აიცრება ქართული ჯარის…

მეტი...

“შანსი, რომ საარჩევნო უბანზე ადამიანს კორონავირუსი გადაედოს, პრაქტიკულად არ არსებობს” – პაატა იმნაძე

“თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პტაქრიკულად არ არსებობს შანსი იმისა, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე კორონავირუსით დაინფიცირდეს. „გავითვალისწინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც არჩევნები ჩატარდა, შემუშავდა ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი საარჩევნო კომისიისთვის. პრაქტიკულად, დაცვის მხრივ იქ ისეთი სიტუაციაა შექმნილი როგორც საარჩევნო კომისისების წევრების, ასევე ამომრჩევლებისთვის, რომ თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა, რადგან იმის შანსი, რომ იქ ადამიანს ვირუსი გადაედოს, პრაქტიკულად…

მეტი...

“დამკვირვებლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალინდელ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე. ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მან ოპოზიცია გააფრთხილა, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. „კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე,…

მეტი...

„აუცილებლად არჩევნებზე მივიდეთ პირბადით“ – ამირან გამყრელიძე

„დამერწმუნეთ, რომ ძალიან სერიოზული წინასაარჩევნო მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მისივე თქმით საარჩევნო უბნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია. „დამერწმუნეთ, რომ ძალიან სერიოზული წინასაარჩევნო მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა. იქ ისეა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, რომ მინიმალურია ადამიანების დაინფიცირების რისკი. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია არჩევნებზე მივიდეთ პირბადით. იქ ორჯერ გვიწევს ათი წამის განმავლობაში პირბადის მოხსნა და ეს არ არის პრობლემა. დარწმუნებული იყავით, მაქსიმალური დაცვაა გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პერიოდში და არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

საბერძნეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები არჩევნებს გაეთიშებიან – პრემიერის განცხადება

საბერძნეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები  საქართველოს მოქალაქეები 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ეს ასე არ მომხდარიყო. „მოგეხსენებათ, ეს ეპიდემია არის გლობალური. ჩვენ არ შეგვიძლია, თუნდაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენოთ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში და საბერძნეთში გადაწყვეტილება მიღებულია და იქ უბრალოდ ვერ ტარდება არჩევნები. ეს არის ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, რამეთუ დარწმუნებულები ვართ, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საბერძნეთში, „ქართული ოცნება“ მიაღწევს დამაჯერებელ გამარჯვებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ეს არის სუვერენული…

მეტი...

“ამ ასაკის ადამიანი გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ” – გიორგი გახარია ბუბა კიკაბიძეზე

“ბუბა კიკაბიძე ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. ადამიანი ასაკშია, ეს არის ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული ადამიანის ბედი არავის ადარდებს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად ნამღელ „თბილისოსთან“ დაკავშირებით აღნიშნა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, გუშინდელ აქციაზე გამომსვლელი ხალხის დონემ, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს. „ორ რამეს ვიტყვი – გუშინ უაღრესად ადამიანურად დამწყდა გული და გეტყვით რატომ, მეორე – ქვეცნობიერია, ხალხო, აი ჩვეულებრივ ქვეცნობიერი. ვიდრე სოციალური მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრა იქ მდგომმა ერთმა ადამიანმაც კი, რომ გამოსულიყო და…

მეტი...

„ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი შესაბამისი სამართალდამცავი სისტემის მიერ”, – გიორგი გახარია

„შეგვიძლია, მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები -თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსფარენტული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, წინასაარჩევნო პერიოდმა როგორ წყანარად და მშვიდადაც ჩაიარა, აბსოლუტურად „ტრანსფარენტულ“ და დემოკრატიულ გარემოში. ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც“ – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მედიასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პროვოკაცია უმკაცრესად დაისჯება. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, ასევე, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების, მთელი ჩვენი საზოგადოების, რომ ხვალიდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, „ტრანსფარენტული“, ღია, გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის…

მეტი...

“ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს უკვე იყო კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება“ – გიორგი გახარია

„მთავარია, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, ეს კი ჩვენი ყველას მიღწევაა,“ – ამის შესახებ, გიორგი გახარიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს: “ის, რაც გუშინდელი ოპოზიციის აქციის დროს, მათმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს უკვე იყო კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება. თუმცა, სადღაც შორიდან “სკაიპის” მეშვეობით ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შესაძლოა, რაიმე სამართლებრივი შეფასება მიეცეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, ეს კი ჩვენი ყველას მიღწევაა. თუმცა, ის, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება ზღვარს…

მეტი...

„ლოქდაუნზე” საუბარი უპასუხისმგებლო ძალის პოზიციაა, ხმების დასაგროვებლად“ – გიორგი გახარია

„პანდემიას და ეკონომიკურ კრიზის გადავლახავთ, არჩევნებმა კი უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის მომავალი,“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერი “ლოქდაუნის” შესახებ ოპოზიციის განცხადებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების გარდა სხვა არაფერია დაგეგმილი: „სამწუხაროდ, დღეს, მსოფლიოში ახალი კრიზისების მორიგი ანტი რეკორდია. ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს ევროპაში წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგან ლოქდაუნებიც. ეს ყველაფერი ზრდის გამოწვევებს ჩვენი ქვეყნის წინაშეც. ჩვენც მაღალი ნიშნები გვაქვს ინფიცირების, თუმცა, შეინიშნება ფრთხილი პოზიტიური ნიშნები. არის დასტაბილურება ინფიცირების ახალ “ქეისებში”, იმის გამო, რომ ტესტირება იზრდება. ჩვენ ვმერყეობთ 8 – 11 000 ტესტს შორის, ეს…

მეტი...

“საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ყველა რეგიონში პოლიციის მობილური ჯგუფები შეიქმნა” – შსს

ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას. შსს – ში აცხადებენ, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება. „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად: საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას. არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის…

მეტი...

„გამოუშვით, ჩვენ მოვნახავთ გზას გადავარჩინოთ 29 წლის ბიჭის სიცოცხლე“ – უმძიმესი პატიმრის საქმე

„29 წლის პატიმარი, რამაზ კონჯარია პენიტენციალურ დაწესებულებაში ჯანმრთელი  მოხვდა, თუმცა, დღეს ვერ გადაადგილდება, ეტლს მიეჯაჭვა და სიკვდილს ებრძვის,ოჯახს ორი მოთხოვნა აქვს, ან პატიმარს სასჯელი გადაუვადონ, ან ისე უმკურნალონ, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნონ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ , ქსნის მე -10 დაწესებულებაში მყოფი, 29 წლის პატიმრის, რამაზ კონჯარიას ადვოკატმა, რუსუდან ქორჩილავამ განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით პატიმარი, პენიტენციალურ დაწესებულებაში 2017 წელს შეიყვანეს, მის მდგომარეობა კი, როგორც ქორჩილავა ამბობს მომდევნო ორი წლის განმავლობაში დამძიმდა. ოჯახმა სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდა: „2017 წლიდან ის სრულიად ჯანმრთელი შევიდა პენიტენციალურ სისტემაში,…

მეტი...

“ყველაზე მეტი დაფინანსება, 17 მილიონი ლარი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო” – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიში

რომელმა პარტიამ რა რაოდენობის შემოწირულობა მიიღო. მეორე შუალედური კვლევა დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს პერიოდს 1 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე. სულ შესწავლილია არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტის მონაცემები და მათგან 29 აღმოჩნდა ისეთი, ვინც საკვლევ პერიოდში შემოწირულობა მიიღო. ლიდერობს “ქართული ოცნება”, რომლის ბიუჯეტი სხვა პარტიებისთვის გადარიცხულ თანხებს საგრძნობლად აღემატება.

მეტი...

“ქართული სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს” – კახა კალაძე

“ჩვენმა გუნდმა გაკეთებული საქმეებითა და ყველა წინა არჩევნების შედეგით დაამტკიცა, რომ პოლიტიკურ ველზე არის ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს, შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კახიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. „2012 წლიდან ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები და რეფორმები განვახორციელეთ. არ შემიძლია, არ შევეხო რამდენიმე თემას: ყველას კარგად გვახსოვს, თუ…

მეტი...

პოლიციამ გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა “დაფი” სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

“მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები” – გიორგი გახარია გორში მომხდარ ავარიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუშინ, გვიან ღამით, გორთან მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გიორგი გახარიამ სამეგრელოს რეგიონს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად.  “პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, გორში გვიან ღამით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაჩერებულ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. მიკროავტობუსი, რომელსაც…

მეტი...

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, 683 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 381 – აჭარაში, 313 – იმერეთში

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 381, იმერეთში – 313. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 37 263-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 906 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 810-მდე გაიზარდა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 12 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 4 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 2, ხოლო შიდა ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 285-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 37263-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19810 -ს შეადგენს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 37263 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19810 -ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3070 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4200 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2324 -ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 285-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

“ერთ-ერთი ელემენტი ფიზიკური დაპირისპირებისა და ესკალაციის თავიდან აცილებაა” – ევროკავშირის ელჩი

„მნიშვნელოვანი იქნება ის, რაც არჩევნების დღეს მოხდება. ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მოქმედებასთან ერთად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე…“ – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აქცენტს  მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე აკეთებს. კარლ ჰარცელის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „არჩევნები მოახლოვდა და ალბათ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის 8 მარტს მიღწეული ისტორიული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამ შეთანხმებას თითქმის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა დაუჭირა მხარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძირითადი პარამეტრები, რომელსაც მოახლოებული არჩევნები ეფუძნება ახლა ფართო…

მეტი...

კახეთის გზატკეცილზე ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ “გალფზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.  უწყების ცნობით,  ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ “გალფს” ყაჩაღურად თავს დაესხა, თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

გორთან, ავტობანზე მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გვიან ღამით, გორთან ახლოს, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკა ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წუხელ საავადმყოფოში 11 პირი შეიყვანეს. შეგახსენებთ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 11 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსს თბილისში გამართული ენმ-ს აქციის მონაწილეები გადაჰყავდა.

მეტი...

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, შსს ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. დაიღუპა ხუთი და დაშავდა 11 ადამიანი.

მეტი...

” ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა და არც ერთ შემთხვევაში არ დავბრუნდეთ წარსულში” – გიორგი გახარია

ჩვენი თანმიმდევრული გეგმა მომავალი 4 წლის განმავლობაში, როგოც ყოველთვის იქნება კონცენტრირებული იმ ძირითად ფასეულობებზე, რომელსაც ყოველთვის ატარებდა „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ტურძელაძის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს ჰქონდეთ ცხოვრების თანაბარი პირობები. „კახი ხშირად ამბობს ხოლმე თბილისის წარდგენების დროს, რომ თბილისში გამორჩეული უბნები და რაიონები არ არსებობს. მართლაც ასეა, თბილისში ყველა უბანი სხვადასხვანაირად გამორჩეულია, თუმცა ვაკე გამორჩეულთა შორის გამორჩეულია და ძირითადად, იმ მიზეზის გამო, რომ ეს უბანი…

მეტი...

“საქართველოში მოძალადე ხელისუფლება ვერასდროს დაბრუნდება” – კახა კალაძე

“ეს არის არჩევნები, რომელშიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარების, ევროპული მომავლისა და მეტი კეთილდღეობის სასარგებლოდ. ჩვენ ჩვენი ყოველდღიურობით, ქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა არ დაბრუნდეს წარსულში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნოდარ ტურძელაძის წარდგენისას განაცხადა. „რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ოპონენტებს ჰქონდათ აქცია და 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის მერე თუ ასე დამძიმდებოდნენ და საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ ნამდვილად არ მეგონა, თუმცა არჩევნების წინ საბოლოოდ ლუსტრაცია მოახდინეს. საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება, ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში…

მეტი...

“ჩვენ აქ საქართველოს მხარდასაჭერად ვართ” – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი

“ჩვენ, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, 2016 წლიდან ვადევნებთ თვალს საქართველოში არჩევნებს, ვმუშაობთ ევროპის საბჭოსთან ერთად, ჩვენ აქ საქართველოს მხარდასაჭერად ვართ”, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ოსმან ასკინ ბაკიმ განაცხადა, რომელიც საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრებთან ერთად იმყოფება. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ტარდება. „ჩვენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ვართ. პარლამენტის ათი წევრი იმყოფება აქ სადამაკვირვებლო მისიაში. მე ვარ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- პრეზიდენტი და თურქეთის პარლამენტის წევრი. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს საპარლამენტო კომისია, რომელიც წელიწადში ორჯერ…

მეტი...

ევროკავშირის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება

ევროკავშირი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება. შაბათს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს, ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70–ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი საქართველოში 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა. მიზანი საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) სადამკვირვებლო მისიის დახმარებაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. არჩევნების დღეს, ჩვენ ვიკისრებთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგის უპრეცედენტო როლს. შაბათს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ევროპელ…

მეტი...

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო მოქალაქეებს მიმართავს. „ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.კარანტინი ძალაში შედის ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან დაპირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. არ იხურება საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, კოლეჯები და ლიცეუმები. ისინი რეგულაციების მკაცრი დაცვით განაგრძობენ მუშაობას; მუშაობას განაგრძობენ ქარხნები, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორები; იკეტება უმაღლესი სასწავლებლები; არ დაიხურება პირველადი მოხმარების სავაჭრო ობიექტები; იხურება რესტორნები, ბარები, ტანსაცმლისა და სპორტული მაღაზიები, კომერციული ცენტრები, კინო-დარბაზები, თეატრები, მუზეუმები, სპორტ-დარბაზები, ასევე, სილამაზის სალონები; ყველა, ვისთვისაც ეს შესაძლებელია, უნდა გადავიდეს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე;იქიდან…

მეტი...

მობილური აპლიკაცია „რა გაკეთდა სამეგრელოში“ უკვე ხელმისაწვდომია

„რა გაკეთდა სამეგრელოსთვის“ – მობილური აპლიკაცია ამ სახელწოდებით უკვე ხელმისაწვდომია Andorid-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია წარმოადგენს სამეგრელოს მოსახლეობისთვის ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშს. ანგარიში ნათლად წარმოაჩენს იმ განვითარებასა და წინსვლას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამეგრელოს მოსახლეობას მოუტანა. აპლიკაციის გარდა, ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია ონლაინ ბუკლეტიც, რომლის ნახვაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ამ ბმულზე. უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნესის ხელშეწყობა, სოფელზე ზრუნვა, სახელმწიფო უწყებების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, ადამიანის უფლებების დაცვის თანამედროვე სტანდარტების დადგენა – ეს არის ის უმთავრესი მიმართულებები, რამაც რეგიონში უკეთესი ცხოვრების პირობები შექმნა და რისი გაგრძელებაც…

მეტი...