“ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს უკვე იყო კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება“ – გიორგი გახარია

„მთავარია, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, ეს კი ჩვენი ყველას მიღწევაა,“ – ამის შესახებ, გიორგი გახარიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს:

“ის, რაც გუშინდელი ოპოზიციის აქციის დროს, მათმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს უკვე იყო კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება. თუმცა, სადღაც შორიდან “სკაიპის” მეშვეობით ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შესაძლოა, რაიმე სამართლებრივი შეფასება მიეცეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, ეს კი ჩვენი ყველას მიღწევაა. თუმცა, ის, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება ზღვარს გავა და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა სწრაფად და ეფექტურად იხელმძღვანელებს,”- განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი თემები