„ლოქდაუნზე” საუბარი უპასუხისმგებლო ძალის პოზიციაა, ხმების დასაგროვებლად“ – გიორგი გახარია

„პანდემიას და ეკონომიკურ კრიზის გადავლახავთ, არჩევნებმა კი უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის მომავალი,“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერი “ლოქდაუნის” შესახებ ოპოზიციის განცხადებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების გარდა სხვა არაფერია დაგეგმილი:

„სამწუხაროდ, დღეს, მსოფლიოში ახალი კრიზისების მორიგი ანტი რეკორდია. ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს ევროპაში წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგან ლოქდაუნებიც. ეს ყველაფერი ზრდის გამოწვევებს ჩვენი ქვეყნის წინაშეც. ჩვენც მაღალი ნიშნები გვაქვს ინფიცირების, თუმცა, შეინიშნება ფრთხილი პოზიტიური ნიშნები. არის დასტაბილურება ინფიცირების ახალ “ქეისებში”, იმის გამო, რომ ტესტირება იზრდება. ჩვენ ვმერყეობთ 8 – 11 000 ტესტს შორის, ეს ჩვენი ყველას დამსახურებაა.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, უნდა ვატაროთ პირბადე, როგორც დახურულ სივრცეში, ისე ღია სივრცეში. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებულად, ისე, ახლა გავუმკლავდეთ. დღესდღეობით, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ პირბადის ტარება. სამწუხაროდ ჯერ უფრო ეფექტური გამოგონილი ვერაფერი ვერ იქნება. არანაირი “ლოქდაუნი” ქვეყანაში არ იგეგმება, ლოქდაუნზე საუბარი უპასუხისმგებლო ძალის პოზიციაა ხმების დასაგროვებლად,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე.

მსგავსი თემები