კახეთის გზატკეცილზე ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ “გალფზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.  უწყების ცნობით,  ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ “გალფს” ყაჩაღურად თავს დაესხა, თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები