საბერძნეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები არჩევნებს გაეთიშებიან – პრემიერის განცხადება

საბერძნეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები  საქართველოს მოქალაქეები 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ეს ასე არ მომხდარიყო.

„მოგეხსენებათ, ეს ეპიდემია არის გლობალური. ჩვენ არ შეგვიძლია, თუნდაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენოთ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში და საბერძნეთში გადაწყვეტილება მიღებულია და იქ უბრალოდ ვერ ტარდება არჩევნები. ეს არის ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, რამეთუ დარწმუნებულები ვართ, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საბერძნეთში, „ქართული ოცნება“ მიაღწევს დამაჯერებელ გამარჯვებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ეს არის სუვერენული სახელმწიფოები, რომელთა სუვერენულ ტერიტრორიზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს“, – განაცხადა პრემერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები