„გამოუშვით, ჩვენ მოვნახავთ გზას გადავარჩინოთ 29 წლის ბიჭის სიცოცხლე“ – უმძიმესი პატიმრის საქმე

„29 წლის პატიმარი, რამაზ კონჯარია პენიტენციალურ დაწესებულებაში ჯანმრთელი  მოხვდა, თუმცა, დღეს ვერ გადაადგილდება, ეტლს მიეჯაჭვა და სიკვდილს ებრძვის,ოჯახს ორი მოთხოვნა აქვს, ან პატიმარს სასჯელი გადაუვადონ, ან ისე უმკურნალონ, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნონ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ , ქსნის მე -10 დაწესებულებაში მყოფი, 29 წლის პატიმრის, რამაზ კონჯარიას ადვოკატმა, რუსუდან ქორჩილავამ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით პატიმარი, პენიტენციალურ დაწესებულებაში 2017 წელს შეიყვანეს, მის მდგომარეობა კი, როგორც ქორჩილავა ამბობს მომდევნო ორი წლის განმავლობაში დამძიმდა. ოჯახმა სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდა:

„2017 წლიდან ის სრულიად ჯანმრთელი შევიდა პენიტენციალურ სისტემაში, ამ დღიდან დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები. დღეის მდგომარეობით აქვს უმძიმესი უროლოგიური დაავადება, არის ეტლს მიჯაჭვული, გაცემული ცნობით რამაზ კონჯარია სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილია 2018 წელს, 2019 წელს უარესდება მდგომარეობა, ამ ეტაპზე კი ის ვერ დადის, ოსტეოპოროზით სავარაუდოდ, მაგრამ ეს არაა ზუსტი დიაგნოზი, საჭიროა კვლევა, აქვს გულის პრობლემები.“ – განაცხადა რუსუდან ქორჩილავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს არ უტარებენ მკურნალობას:

„ამ წუთას მას მკურნალობა არ უტარდება ფაქტიურად, ადამიანი სიკვდილის პირას არის მიყვანილი, მივმართეთ მცხეთის სასამართლოს და ვითხოვდით ალტერნატიულად სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას, მცხეთის სასამართლომ გვითხრა უარი, როცა დავუსვი ექიმებს კითხვა რა მკურნალობა უტარდება ვერ გამცეს პასუხი.

კაცს არ ჩამოართვათ სიცოცხლის უფლება ან გადაუვადეთ სასჯელი ან მკურნალობა ჩაუტარეთ.

ექსპერტი ამბობს, რომ მას განკურნების პერსპექტივა არ აქვს და სამუდამოდ რჩება ინვალიდად, მისივე თქმით სჭირდება უროლოგიურ კლინიკაში რიგი გამოკვლევების ჩატარება და კარდიოლოგიური კვლევები, ასევე ლაზერული გამოკვლევები თუ, რატომ იშლება ძვალი, როცა გავასაჩივრეთ მცხეთის სასამართლოს განჩინება, იქ ჩაგვიწერეს, რომ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ექსპერტიზა.

კითხვაზე „რა გავაკეთოთ“ ძმამ, რომ ელაპარაკა სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს უპასუხეს, რომ გადავიყვანთ და 20 000 გადაუხადეთო.

ოჯახის და ჩვენი მოხთოვნაა ან მოგვეცით საშუალება გამოუშვით ეს კაცი და მივმართავთ იმ გზას, რომ გადავარჩინოთ, ან თავად უმკრუნალეთ.“ – განაცხადა რუსუდან ქორჩილავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები