რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ – იდენტიფიცირებულია ორი თავდამსხმელი

გუშინ, გმირთა მოედანზე და მის მიმდებარედ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. მედიაში და სოციალურ ქსელებში ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალები გავრცელდა, რომელთა მიხედვითაც, ნაცემია რამდენიმე ადამიანი. მოქალაქეებს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როცა აქცია უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და ისინი სახლში ბრუნდებოდნენ.

იდენტიფიცირებულია თავდამსხმელი 34 წლის, ჯონდო ურიადმყოფელი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კერძო ბარის დაცვის სამსახურში მუშაობს;

ასევე, იდენტიფიცირებულია გიორგი უბილავა. ის ცირკის მიმდებარედ, აქციის მონაწილეებთან, რამდენიმე პირთან ერთად მანქანით მივიდა. ჩვენი ინფორმაციით, უბილავა წლების წინ “კორცხელის ინციდენტშიც” იღებდა მონაწილეობას.

მსგავსი თემები