საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო მოქალაქეებს მიმართავს.

„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინი ძალაში შედის ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან დაპირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

არ იხურება საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, კოლეჯები და ლიცეუმები. ისინი რეგულაციების მკაცრი დაცვით განაგრძობენ მუშაობას; მუშაობას განაგრძობენ ქარხნები, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორები; იკეტება უმაღლესი სასწავლებლები; არ დაიხურება პირველადი მოხმარების სავაჭრო ობიექტები; იხურება რესტორნები, ბარები, ტანსაცმლისა და სპორტული მაღაზიები, კომერციული ცენტრები, კინო-დარბაზები, თეატრები, მუზეუმები, სპორტ-დარბაზები, ასევე, სილამაზის სალონები;

ყველა, ვისთვისაც ეს შესაძლებელია, უნდა გადავიდეს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე;
იქიდან გამომდინარე, რომ კვირას, პირველ ნოემბერს სასკოლო არდადეგები სრულდება, რეგიონებს შორის გადაადგილება ორშაბათიდან შეიზღუდება; დაშვებული იქნება ვიზიტი მოხუცთა თავშესაფარში; არ იკეტება მუნიციპალური პარკები; მოქალაქეების გადაადგილება დაშვებული იქნება ერთი საათის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილიდან 1კმ-ის რადიუსში. ამისათვის, კვლავ დაგძირდებათ შესაბამისი საბუთის შევსება; იხურება ევროპის გარე საზღვრები; ყოველ 15 დღეში ერთხელ რეგულაციები გადაიხება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები