“საქართველოში მოძალადე ხელისუფლება ვერასდროს დაბრუნდება” – კახა კალაძე

“ეს არის არჩევნები, რომელშიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარების, ევროპული მომავლისა და მეტი კეთილდღეობის სასარგებლოდ. ჩვენ ჩვენი ყოველდღიურობით, ქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა არ დაბრუნდეს წარსულში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნოდარ ტურძელაძის წარდგენისას განაცხადა.

„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ოპონენტებს ჰქონდათ აქცია და 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის მერე თუ ასე დამძიმდებოდნენ და საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ ნამდვილად არ მეგონა, თუმცა არჩევნების წინ საბოლოოდ ლუსტრაცია მოახდინეს.

საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება, ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელ აქციაზე თბილისს და საქართველოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ ოკუპანტების ენაზე უმღერა.

მსგავსი თემები