თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე სამოსზე მიწისძვრა მოხდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი თუქეთის ქალაქ იზმირიდან 17 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ბიძგი ათენსა და სტამბოლშიც იგრძნეს.
გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა იზმირში მიწისძვრას შენობების ნგრევა მოჰყვა.