“დღეს არსებული მონაცემებით, გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი” – ეკატერინე ტიკარაძე

“თითოეული პაციენტის მდგომარეობა აყვანილია კონტროლზე. დღეს არსებული მონაცემებით, გვყავს 500-მდე კრიტიკული პაციენტი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ასევე ფიქსირდება დადებითი დინამიკა და დღეს უკვე 2906 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

„24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გავაუმჯობესოთ ეპიდვითარება მთელ საქართველოში. ძალიან საყურადღებოა ბევრი პაციენტის მდგომარეობა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ვიცით როგორია COVID-19-ის დინამიკა, რადგან მოსახლეობის 80% ვირუსს უსიმპტომოდ გადაიტანს და მათი მკურნალობა ბინაზე იქნება შესაძლებელი. ამიტომ ეს რიცხვი მაღალია, რადგან ეს ადამიანები გამოჯანმრთელდნენ ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები