„ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი შესაბამისი სამართალდამცავი სისტემის მიერ”, – გიორგი გახარია

„შეგვიძლია, მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები -თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსფარენტული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, წინასაარჩევნო პერიოდმა როგორ წყანარად და მშვიდადაც ჩაიარა, აბსოლუტურად „ტრანსფარენტულ“ და დემოკრატიულ გარემოში. ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც“ – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მედიასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პროვოკაცია უმკაცრესად დაისჯება.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, ასევე, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების, მთელი ჩვენი საზოგადოების, რომ ხვალიდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, „ტრანსფარენტული“, ღია, გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს. ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ იქნება ის ჩადენილი, უმკაცრესად იქნება დასჯილი შესაბამისი სამართალდამცავი სისტემის მიერ”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შსს-ს მიღებული აქვს დავალება, როგორც საარჩევნო უბნებზე მართლწესრიგის დასაცავად, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო დღეს და არჩევნების შემდგომაც მართლწესრიგის დაცვის შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით.

მსგავსი თემები