“თვითონ დაამტკიცონ მტკიცებულების ფორმით იყო თუ არა” – ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი იკითხება. ვიდრე საპროცესო მოქმედება დაიწყებოდა, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დავით ფურცხვანიძემ, მათ შორის არსებულ ურთიერთობაზე ისედაც ყველაფერი თქვა.  მიხეილ რამიშვილი ასევე არ ეთანხმება პროკურორის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე მტკიცებულებად დართვა სურდა.

“ბატონი დავითისგან მე მქონდა მიღებული მხოლოდ და მხოლოდ 6 სურათი, მქონდა მხოლოდ და მხოლოდ მიმოწერა, ბატონმა დავითმა როგორ მიიღო, ინფორმაცია არის ინფორმაცია, მტკიცებულების ფორმით რას ჰქვია, შუამდგომლობით მივიტანე? თვითონ დაამტკიცონ მტკიცებულების ფორმით იყო თუ არა,”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილამდე ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ეკა ქობესაშვილის გამოკითხვა სასამართლოს გზით. ეკა ქობესაშვილის თქმით, დღეს გამოძიებას მისგან სიახლე არ გაუგია და გამოკითხვა უბრალო დროის კარგვა იყო.

პროკურორის განცხადებით კი, გამოძიებას აინტერესებდა რამდენად ინფორმირებული იყვნენ ადვოკატები ამ ფოტოებთან დაკავშირებით, დავით გუმბერიძის განმარტებით, ეკა ქობესაშვილმა გამოკითხვაზე განაცხადა, რომ ის მიხეილ რამიშვილს წყაროს დასახელებას თავიდანვე ურჩევდა.

მსგავსი თემები