„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

  •  

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

თბილისში საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებენ:

გლდანის საარჩევნო ოლქი – ნიკა მელია;

სამგორის საარჩევნო ოლქი – ლევან ხაბეიშვილი;

ისნის საარჩევნო ოლქი – ხატია დეკანოიძე;

რაც შეეხება რეგიონებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატების სია ასეთია:

მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი – ცეზარ ჩოჩელი;

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – გიორგი ბოტკოველი;

გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – ლევან ბეჟაშვილი;

რუსთავის საარჩევნო ოლქი – დავით კირკიტაძე;

მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – აზერ სულეიმანოვი;

ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი – კახა ოქრიაშვილი;

გორი-კასპის საარჩევნო ოლქი – ბადრი ბასიშვილი;

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი – ნატო ჩხეიძე;

ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი – ვაჟა ჩიტაშვილი;

ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – მელიქ რაისიანი;

ქუთაისის საარჩევნო ოლქი – გრიგოლ ვაშაძე;

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – გიორგი კაპანაძე;

ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – კახა გეწაძე;

სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – ნანუკა ჟორჟოლიანი;

ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი – დილარ ხაბულიანი;

ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – მალხაზ ჯალაღონია;

ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი​ – მურთაზ ზოდელავა;

აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – როლანდ ფიფია;

ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – მანუჩარ კვირკველია;

ბათუმის საარჩევნო ოლქი – ლევან ვარშალომიძე;

ქობულეთის საარჩევნო ოლქი – ბონდო თევდორაძე;

ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – მიშა ბოლქვაძე;

პოლიტიკურ გაერთიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარობის კანდიდატები არ დაუსახელებია – საბურთალოს საარჩევნო ოლქში, ვაკის საარჩევნო ოლქში, მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში, ნაძალადევის საარჩევნო ოლქსა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში.

მსგავსი თემები