“ვფიქრობ, ეს სირცხვილია” – დონალდ ტრამპი აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობაზე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა, სამარცხვინო ფაქტია. „ვფიქრობ, ეს სირცხვილია,” – აღნიშნა პრეზიდენტმა, თუმცა, მისივე თქმით, სათანადო და სწორი ქმედებების გარეშე გარდაცვლილების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა.

„ვფიქრობ, რომ თუ სათანადოდ და სწორად არ ვიმოქმედებდით, ორნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა,” – განაცხადა ტრამპმა.

მან კორონავირუსის გავრცელებაში ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

„ჩინეთს ვირუსი საკუთარ საზღვარზე უნდა შეეჩერებინა და მისი მთელს მსოფლიოში გავრცელება არასდროს უნდა დაეშვათ. ეს საშინელებაა, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. უბრალოდ გახსოვდეთ: ჩინეთმა დაუშვა, ეს მომხდარიყო,” – აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი თემები