„ქართუ ფონდი რომ არა, რაგბი დღეს სამოყვარულო დონეზეც შეიძლება არ ყოფილიყო“ – ირაკლი აბუსერიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ბევრი ადამიანია, ვისაც სახლიდან მოჰქონდა რესურსი, რომ რაგბი გადარჩენილიყო“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „რაგბის კავშირის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა.

აბუსერიძე, რაგბის წინსვლაში ფონდი „ქართულს“ დამსახურებაზე საუბრობს:

„რაგბს, რაღაც ჯგუფის გულისთვის არ უნდა შეელახოს სახელი, გავიმეორებ და არც მომერიდება ფონდი „ქართუს“ დამსახურებაა ბევრი რამ,  13 ბაზა აგვიშენა, 28 სარაგბო მოედანი და ორი  აკადემია, თორემ დღეს შეიძლება რაგბი პროფესიულ კი არა, სამოყვარულო დონეზეც არ ყოფილიყო, ამიტომ, ვიყავი იმის მომხრე, რომ მენეჯმენტი ყოფილიყო მაღალ დონეზე.

 13 წელი მეც ვიყავი მოთამაშე და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, აქედან გამომდინარე  ვიცი, რაც გვჭირდება,“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები