„გოჩა ამაში მარტო არ არის, მას არ უნდა „შეახოცონ“ – ირაკლი აბუსერიძე რაგბის პრობლემებზე

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაზეც მსოფლიოს რაგბის ფედერაციებში ძალიან ცუდად საუბრობენ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 8 ერში ღირსეულად მივიღოთ მონაწილეობა“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  საქართველოს პარლამენტის წევრმა, „რაგბის კავშირის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა.

იგი რაგბის კავშირში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფაქტს მსოფლიო რაგბის კავშირში ნეგატიური რეაქციები მოჰყვა. აბუსერიძე თვლის, რომ მხოლოდ ერთ ადამიანზე არ უნდა მიდიოდეს ბრალდებები.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაზეც მსოფლიოს რაგბის ფედერაციებში საუბრობენ, დაასახელონ კონკრეტული ბრალდებები, რაც აქვთ ჩემს მიმართ და გავცემ პასუხს, ჩვენ ყველაფერი გადავაგზავნეთ სახელმწიფო აუდიტში და ველოდებით პასუხებს, გოჩა ამაში მარტო არ არის, მას არ უნდა „შეახოცონ“ – განაცხადა აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე განმარტებით მომხდარის მოკვლევას დრო სჭირდება და უნდა შემოწმდეს ყველანაირი შემოსავლები, რაც რაგბის კავშირთან მიმართებაში არსებობს:

„სახელმწიფო საქმის ყურში იქნება, სახელმწიფო აუდიტს შეეძლო მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოწმება და იქ უნდა შემოწმდეს სხვა შემოსავლებიც, იყო გონივრული ეჭვი, რომ სისხლის ნიშნებიც იკვეთებოდა. ერთ კაცზე, ერთ პიროვნებაზე არ უნდა გადატყდეს, ეს გუნდი 12 წელი მოდის ერთად და შერჩეული იქნა ხალხი მეგობრობის კუთხით, გოჩა გამოვიდა და თქვა „მეგონა მეგობრები იქნებოდნენ და მტრები ყოფილანო“ –  თუ ადამიანმა გვერდში დაგიყენა, რაღაც ჩაგაბარა და შედეგი არაა ყველას პასუხისმგებლობაა.

გამგეობის შეცვლას სჭირდება ყრილობის ჩატარება, გოჩას გადადგომასაც ყრილობა სჭირდება, რომ დაამტკიცოს მისი გადადგომა,იმ წევრებს მორალური უფლება არ აქვთ მომხდარის შემდეგ გააგრძელონ იქ მუშაობა.“, – განაცხადა აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები