სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კეცხოველის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების გამო, 24 სექტემბრიდან კეცხოველის ქუჩაზე – ჯაბიძის ქუჩიდან ვეკუას ქუჩამდე მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მსგავსი თემები