„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება

„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა (56 პროცენტი) დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. გამოკითხულთა 28 პროცენტი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ამასთან, კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა არის, თუ საერთოდ არის ასეთი, სამი უმთავრესი დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საქართველოში, გამოკითხულთა 30 პროცენტი ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს, დარღვევებს ხმის მიცემის პროცესში ამბობს 15 პროცენტი, 14 პროცენტი კი აცხადებს, რომ დაბრკოლებები არ არსებობს. „ენდიაიმ“ აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო…

მეტი...

აჭარაში კორონავირუსით 97 უსიმპტომო პაციენტია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილია ცხადებს, რომ საკარანტინო სივრცის კოვიდის განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 97 უსიმპტომო პაციენტია მოთავსებული. მისივე თქმით, აჭარაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამასთან, რუსუდან შავიშვილი სასწავლო პროცესებთან დაკავშირებულ პირებს, რომლებსაც ზღვისპირეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, შეახსენებს, რომ სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებიან. „დადასტურდა 108 ახალი შემთხვევა. ჰოსპიტლებში იმყოფება 238 პაციენტი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი, საკარანტინო კოვიდ-სივრცეში 97 უსიმპტომო პირი. გავრცელება არის საზოგადოების ყველა ფენაში. ექიმებიც, პოლიციელებიც, შესაძლოა, თქვენც, ყველა ფენაშია. განათლენის სამინისტრომ გააკეთა აქტივობა, ყველა ის პირი და მათ შორის პედაგოგები, ვინც სასწავლო პროცესებთანაა დაკავშირებული, ვისაც აქვს მოგზაურობის ისტორია ზღვისპირეთში,…

მეტი...

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, ქვეყანა სწორი, 32 %-ის შეფასებით კი, არასწორი მიმართულებით ვითარდება

გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება. ამის შესახებ NDI-ს კვლევაშია აღნიშნული. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, 20%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, პასუხი არ იცის 8%-მა, ხოლო 1% კითხვაზე პასუხის გაცემისგან უარს აცხადებს. რაც შეეხება დემოკრატიას, ორგანიზაციის მიერ დასმულ კითხვაზე: არის თუ არა საქართველოში დემოკრატია? – გამოკითხული მოსახლეობის 37% ამბობს, რომ არ არის, 48%-ის აზრით, ქვეყანაში დემოკრატიაა, ხოლო 14%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. ცნობისთვის, კვლევა NDI-მ 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ჩაიწერა…

მეტი...

კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა. როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 165 შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია. „დაგვემატა 165 შემთხვევა და ინფიცირებულების რაოდენობა 2392-ს შეადგენს. 165 შორის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი არის 81, იმპორტირებული 4. აჭარა, ბათუმი – 109, გურია, ოზურგეთი – 4, თბილისი – 17, იმერეთი, ქუთაისი – 4, კახეთი, გურჯაანი – 6, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 1, სამეგრელო და ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 9, ქვემო ქართლი, გარდაბანი – 9, შიდა ქართლი, გორი – 6 შემთხვევა. ყველაზე ბევრი 109 შემთხვევა არის აჭარაში, რომელიც საყურადღებოა და…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ათი ქუთაისში გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, ქუთაისში „კოვიდ-19“-ის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები 32-ე სკოლის თანამშრომელთა კონტაქტები არიან. ამის შესახებ  იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძე აცხადებს. ამასთან, შალამბერიძის ინფორმაციით, ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევა კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ 24-ე  საჯარო სკოლის დირექტორს და მის მოადგილეს დაუდგინდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. ვებგვერდის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 390 ადამიანი გადის. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

ახმეტაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო.არსებული ინფორმაციით, სოფლის შესასვლელ-გასასვლელში კარვების დადგმა, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევის გამოვლენას უკავშირდება.  ადგილზე უკვე იმყოფებიან მედიკოსები. პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით ოვრებისთვის ტესტირების ჩატარება იგეგმება. ამის პარალელურად ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობენ.  ცნობისთვის, სოფელ მატანში covid 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა 11 სექტემბერს გამოვლინდა. სავარაუდოდ ინფიცირების წყარო ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც 5 სექტემბერს ქორწილი გორში ჰქონდა, რის შემდეგაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და კორონავირუსი დაუდასტურდა.

მეტი...

“მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა” – ჯანმო

მსოფლიოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 307 930 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ს კიდევ 5 537 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 917 417-ს მიაღწია. შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა, 94 372 ახალი შემთხვევა, ინდოეთში გამოვლინდა, აშშ-ში – 45 523, ბრაზილიაში კი – 43 718. როგორც აშშ-ში, ასევე ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრაზილიაში კი 874 ფატალური შემთხვევა დადასტურდა. ჯანმო-ს ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად…

მეტი...

მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. საუბარია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებზე. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება. ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერაძის თქმით, სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობაზე შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატის განცხადებით, პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხიც განიხილება. „რა თქმა უნდა, შუამდგომლობა გვაქვს ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ. განიხილება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი, კერძოდ, გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობის შესახებ. ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია. მიგვაჩნია, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა უნდა გაუქმდეს, ვინაიდან…

მეტი...