აჭარაში კორონავირუსით 97 უსიმპტომო პაციენტია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილია ცხადებს, რომ საკარანტინო სივრცის კოვიდის განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 97 უსიმპტომო პაციენტია მოთავსებული.

მისივე თქმით, აჭარაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამასთან, რუსუდან შავიშვილი სასწავლო პროცესებთან დაკავშირებულ პირებს, რომლებსაც ზღვისპირეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, შეახსენებს, რომ სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებიან.

„დადასტურდა 108 ახალი შემთხვევა. ჰოსპიტლებში იმყოფება 238 პაციენტი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი, საკარანტინო კოვიდ-სივრცეში 97 უსიმპტომო პირი. გავრცელება არის საზოგადოების ყველა ფენაში. ექიმებიც, პოლიციელებიც, შესაძლოა, თქვენც, ყველა ფენაშია. განათლენის სამინისტრომ გააკეთა აქტივობა, ყველა ის პირი და მათ შორის პედაგოგები, ვინც სასწავლო პროცესებთანაა დაკავშირებული, ვისაც აქვს მოგზაურობის ისტორია ზღვისპირეთში, ექვემდებარებიან სავალდებულო ტესტირებას, რათა სკოლაში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო იყოს. ჯერჯერობით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ახალი 108 შემთხვევა არის შიდა გავრცელება. ზოგის წყარო ნაცნობია, ზოგი უცნობი. საზოგადოების ყველა ფენას შეგვეხო. მოიაზრება ჰოსპიტალური ქსელის გაფართოება“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

მსგავსი თემები