კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 958 თბილისში, 538 აჭარაში, 319 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 958 თბილისში, 538 აჭარაში, 319 კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 730 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 637 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 093 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 484 254-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.4%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.47% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.09%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 425 651-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 958 შემთხვევა, აჭარა – 538, იმერეთი – 319, ქვემო ქართლი – 115, შიდა ქართლი – 80, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი – 297, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141 საიდანაც: 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 176, აჭარაში – 931, იმერეთში – 1 007. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 421 პირი, მათ შორის, თბილისში – 608, აჭარაში – 143, იმერეთში – 327.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი, მათგან თბილისში – 198, აჭარაში – 18, იმერეთში – 20. 3 463 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 – თბილისში, 1 298- აჭარაში. 41 692 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 71, ხოლო აჭარაში – 5. სულ 6 ოქტომბრიდან – 15 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 043 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 500 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 24 018 პირი, აჭარაში – 6 968, იმერეთში – 4 986“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები