ახმეტაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, სოფლის შესასვლელ-გასასვლელში კარვების დადგმა, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევის გამოვლენას უკავშირდება. 

ადგილზე უკვე იმყოფებიან მედიკოსები. პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით ოვრებისთვის ტესტირების ჩატარება იგეგმება.

ამის პარალელურად ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობენ. 

ცნობისთვის, სოფელ მატანში covid 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა 11 სექტემბერს გამოვლინდა.

სავარაუდოდ ინფიცირების წყარო ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც 5 სექტემბერს ქორწილი გორში ჰქონდა, რის შემდეგაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი თემები