კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ათი ქუთაისში გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, ქუთაისში „კოვიდ-19“-ის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები 32-ე სკოლის თანამშრომელთა კონტაქტები არიან. ამის შესახებ  იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძე აცხადებს.

ამასთან, შალამბერიძის ინფორმაციით, ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევა კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ 24-ე  საჯარო სკოლის დირექტორს და მის მოადგილეს დაუდგინდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი თემები