კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია

დღეს დადასტურებული კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარის რეგიონში გამოვლინდა. 1 ინფიცირებული პაციენტების ჯგუფიდანაა, ქობულეთის სასტუმროს მეპატრონესთან კავშირში მყოფი პირი, ერთი კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს – 2 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ერთ პაციენტს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო 2-ის შემთხვევაში ეპიდემიოლოგები ინფიცირების წყაროს იკვლევენ.

გარდა ამისა, დღეს ოკუპირებული აფხაზეთიდან  გადმოიყვანეს კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი. საშუალო ასაკის კაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 1469-ს შეადგენს. 

გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი და მათი რიცხვი 1221-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 221 პაციენტი გადის.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტია გარდაცვლილი. 

მსგავსი თემები