“ქედის მუნიციპალიტეტში, მცხოვრები ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა” – კახა კალაძე

  •  

ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ თქვენ, თავისუფალ, დაუღალავ, ენერგიულ და შეუპოვარ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ეზიარებით ფლორისა და ფაუნის ამ საოცრებას, ინარჩუნებთ და უფრთხილდებით წინაპართა დანატოვარს, – ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მოსახლეობას ქედაში, სადაც მმართველმა პარტიამ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარადგინა.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა.

მისივე თქმით, გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ქედის მუნიციპალიტეტის როგორც დაფინანსება, ისე განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების რაოდენობა.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო ქედელებო! მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, მივესალმები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დამსწრე საზოგადოებას. ძვირფასო სტუმრებო, პირველ რიგში, მინდა, მადლობა მოგახსენოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ თქვენ, თავისუფალ, დაუღალავ, ენერგიულ და შეუპოვარ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ეზიარებით ფლორისა და ფაუნის ამ საოცრებას, ინარჩუნებთ და უფრთხილდებით წინაპართა დანატოვარს, ტრადიციებს. ამავდროულად ყოველდღიურად იღწვით თქვენი ოჯახების, კუთხისა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. ალბათ, ყველანი დამეთანხმებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქედის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც, მთლიანად მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ.

დღეს, ისე, როგორც არასდროს, ხელისუფლებისგან განსაკუთრებული ყურადღება გექცევათ და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო სიკეთეებით თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ, როგორც ქედის მუნიციპალიტეტის დაფინანსება, ისე განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების რაოდენობა. ამ ძალისხმევის, მათ შორის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების, შედეგად საგრძნობლადაა გაზრდილი ამ მხარის ტურისტული პოტენციალი და ამ სექტორიდან მოსახლეობის მიერ მიღებული შემოსავალი. ხელისუფლების გათვლებითა და ხელშეწყობით, ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რადგან მხარე განსაკუთრებულად გამორჩეულია ამ ულამაზესი ბუნებით, უნიკალური გასტრონომიული კულტურითა და ავთენტურობით, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს. ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს მიღწევები, წინ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული პროგრამები, ავიღოთ ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია ყველა პრობლემისა და გამოწვევის გადალახვა, ისე, როგორც 2012 წელს, როდესაც დაიწყო პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოღვაწეობა, ყველა გავერთიანდით მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ არჩევნებში, რომელიც ახლოვდება 31 ოქტომბერს, შევძლებთ გავიმარჯვოთ ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

7 Thoughts to ““ქედის მუნიციპალიტეტში, მცხოვრები ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა” – კახა კალაძე”

  1. Hi there friends, how is everything, and what you desire to say on the topic
    of this post, in my view its in fact remarkable in support
    of me.

  2. My relatives all the time say that I am wasting my time here at web,
    except I know I am getting familiarity all the time by reading such pleasant content.

  3. If you desire to grow your familiarity just keep visiting this web site and be updated with the hottest news update posted here.

  4. I’m not sure exactly why but this blog is loading incredibly slow for me.
    Is anyone else having this issue or is it a issue on my end?
    I’ll check back later on and see if the problem still exists.

  5. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  6. These are actually great ideas in concerning blogging.

  7. Good one! Interesting article over here. It’s pretty worth enough for me.