“გამარჯვება გარდაუვალია, როდესაც ემსახურები სიმართლეს” – რესან კონცელაძე

გამარჯვება გარდაუვალია, როდესაც ემსახურები სიმართლეს, აკეთებ საჭირო საქმეს და გესმის შენი ხალხის ხმა, – განაცხადა ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად მისი წარდგენისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რესან კონცელიძემ.

„გულწრფელი მადლიერება მინდა, გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ნდობა გამომიცხადა და მომცა შესაძლებლობა, თქვენ წინაშე წარვმდგარიყავი. დღეს აქ ჩემი ქვეყნის, ჩემი კუთხისა და ქალაქის სიყვარულმა მომიყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ბათუმელს, მიუხედავად პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა, უყვარს თავისი ქალაქი და უნდა, რომ ამ ქალაქში ცხოვრება იყოს უკეთესი, ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული თანაცხოვრებისა და ღირსების წესების შესაბამისად.

მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, ჩვენი ქალაქი ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ თქვენთან ერთად, თქვენი თანადგომით, დავძლევთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენი თანაქალაქელების წინაშეა და შევძლებთ მის გადალახვას, თითოეული თქვენგანის ხმას მივაწვდენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს. გამარჯვება გარდაუვალია, როდესაც ემსახურები სიმართლეს, აკეთებ საჭირო საქმეს და გესმის შენი ხალხის ხმა. მზად ვარ, ვემსახურო ბათუმს, თითოეული ბათუმელი ახალგაზრდის, პენსიონერის, ვეტერანის, სოციალური მუშაკის, პედაგოგის, მეწარმის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნისთვის“, – განაცხადა რესან კონცელიძემ.

მსგავსი თემები