კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 1-ის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დადასტურებული 15 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 1-ის წყარო უცნობია და მისი კონტაქტების მოკვლევა გრძელდება. 

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდ ცენტრებში 245 პაციენტი მკურნალობს.

“დღეს დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად არის 1394 დადასტურებული შემთხვევა. მათგან 4 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 3 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით, რომ დადგინდეს წყარო.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 4-ით გაიზარდა, იყო 1128 და გახლავთ 1132,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მსგავსი თემები