საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციები გაიმართება

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა რა ფორმატში მოხდება, ამის თაობაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები გაიმართება.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა, რათა ხელმოწერების ნამდვილობა დაადგინოს, მომავალ კვირას კი, პლენარულ სხდომაზე საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება.

„მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციური ცვლილება ერთთვიან საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცედურას ითვალისწინებს. იქედან გამომდინარე, ორდინალური სიტუაცია არ არის კორონავირუსის გამო და ამ ინიციატივასთან დაკავშირებით არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი, განხილვის ფორმატი როგორი იქნება, მსჯელობა გვექნება, მათ შორის კონსულტაციები გაიმართება ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ,“ – განაცხადა კახიანმა.

მსგავსი თემები